|
2023-10-10 17:11:16, 1203 ნახვა
რეგიონი
შიდა ტურიზმის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს
შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელებში აჭარაში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ქართველი ინფლუენსერები, ფოტოგრაფები და ბლოგერები რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს გამომწერებს აქტიურად უზიარებენ. კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით აგვისტოში დაიწყო 15 ოქტომბერს დასრულდება. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შედეგებს ოქტომბრის ბოლომდე შეაჯამებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კამპანიის მთავარ პრიზს 100, 000 ლარს მოიგებს, ის მონაწილე, რომელიც კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვებს მაქსიმალურ წვდომას, რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ წვდომას (Reach). გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეულს კი 20,000 – 20,000 ლარის მოგების საშუალება ექნება. კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ოქტომბრის ბოლო კვირას გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირებულიყო პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაეზირებინა გამომწერებისთვის, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დაეგროვებინა მაქსიმალური წვდომა და მოეგო კამპანიის მთავარი პრიზები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)