00:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 09:39:10, 1013 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

სინეგუბოვის განცხადებით, აფეთქება ქალაქის ცენტრი მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა და მანქანა დაზიანდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქსა და ქალაქში მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ოქტომბერს რუსმა ოკუპატნებმა კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics