|
2023-09-28 10:15:25, 1480 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით
მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის თქმით, "ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია, რუსი ხალხი ცხოვრობს". „ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იმ რეალობისა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია, რუსი ხალხი ცხოვრობს“,- განაცხადა ლავროვმა. მანამდე, სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მოლაპარაკება მით უფრო რთული იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი კონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი, მოსკოვთან დიალოგის აკრძალვის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების გაუქმება უნდა იყოს. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)