|
2023-09-26 17:04:20, 637 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მთავრობამ განახლებადი ენერგიის აუქციონში გამარჯვებული კიდევ ექვსი პროექტი დაამტკიცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები დაამტკიცა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა და ზოგადად, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისების მექანიზმების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. დავითაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული - კონკრეტულად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელშეკრულება დამტკიცდა 6 პროექტზე, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 26,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის წინა სხდომაზე ასევე 11 პროექტის ხელშეკრულება დაამტკიცეს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება 661,9 მლნკვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 218 მლნ აშშ დოლარი. „ჩვენ თითქმის ერთო წელი ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან - პროცესში ჩართული იყო როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რათა ისეთი მექანიზმი მოგვეფიქრებინა, რომელიც განსაკუთრებით გამჭვირვალედ მოახდენდა პროექტების შერჩევას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, კონკურენციის პირობებში ისეთი ფასები განისაზღვრებოდა, რომლებიც სამართლიანი იქნებოდა როგორც ინვესტორებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ადრე არსებული მექანიზმი ჩანაცვლდებოდა უფრო მეტად კონკურენტული მექანიზმით. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ე.წ. CFD მექანიზმი - ეს არის კონკრეტულად ფასის სხვაობის კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პროექტებისთვის",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი გაზაფხულზე წარმატებით ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, ისინი საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავებას ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. „ეს არის მხოლოდ პირველი აუქციონის შედეგები, რასაც უნდა მოჰყვეს კიდევ რამდენიმე აუქციონი იმისთვის, რომ ახალი პროექტები შეირჩეს. ჯამში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევჯერდით, რომ ქვეყანა, ამ პრინციპით, დაახლოებით 1500-მდე მგვტ-ის სიმძლავრის პროექტებს შეარჩევდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ", - აღნიშნა დავითაშვილმა. დარჩენილი, დასამტკიცებელი პროექტების შესახებ საქართველოს მთავრობა შემდგომ სხდომებზე იმსჯელებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)