|
2023-09-25 10:43:24, 1353 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად პუტინმა შოიგუს ერთთვიანი ვადა მისცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად ერთთვიანი ვადა მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ISW-ის წყაროს ცნობით, თუ ინფორმაცია მართალია, რუსეთის არმიის მეთაურებმა, შესაძლოა, დაუნდობელი შეტევების ბრძანება გასცენ იმის იმედით, რომ უკრაინელებს კონტრშეტევის დასრულებას აიძულებენ, თუნდაც ეს რუსეთის არმიას ძვირად დაუჯდეს. "ინსაიდერის განცხადება, თუკი ის სიმართლეა, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მეთაურობა, შესაძლოა, დაუნდობელი კონტრშეტევების ბრძანებებს გასცემს, რათა უკრაინული კონტრშეტევა კულმინაციამდე მიიყვანოს, თუნდაც რუსული სამხედრო პოტენციალის ხარჯზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ISW-ის ცნობით, პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყება პირველად, 9 ივნისს აღიარა. ამასთან, მან ორი ძირითად ნარატივს გაუსვა ხაზი: 1. უკრაინული ძალები ვერ მიაღწევენ მნიშვნელოვან შედეგებს. 2. ისინი განიცდიან მძიმე დანაკარგებს, როგორც პერსონალის, ისე დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მხრივ. "პუტინი და კრემლი წარმოადგენენ რუსეთის თავდაცვით ოპერაციებს, როგორც დიდ გამარჯვებას ბრძოლის ველზე. და რუსეთის მუდმივი კონტრშეტევები საშუალებას აძლევს კრემლს, განაცხადოს, რომ ეს ოპერაციები არის ინდივიდუალური გამარჯვება ფრონტის სხვა სექტორებში რუსეთის წარმატების ზოგადი ნაკლებობის ფონზე",- წერს ISW.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)