01:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 14:33:18, 910 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - ახალი პროგრამა - „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ ამოქმედდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამის -  „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსარგებლეები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოზარდები, რომლებიც გაწევრიანებული არიან აჭარაში სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ  სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

"სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის  საშუალებით. პროგრამით სარგებლობა წლის განმავლობაში 500-მდე მოზარდს შეეძლება.

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ სპორტული სექციებიდან და კლუბებიდან რეფერირებულმა სპორტსმენმა/სპორტულ სექციებში ჩასარიცხმა  ბავშვებმა:

  • შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ - ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N 2
  • შპს „ქ. ბათუმის N 4 პოლიკლინიკა“ - ბათუმი, ტაბიძის ქ. N 2
  • სს ,,მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010“ - ბათუმი, ტაბიძის ქ. N 2
  • სს ,,ვიანი“ მ. იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“- ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 64
  • შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ - ბათუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. N 33",- ნათქვამია ინფორმაციაში.








ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics