05:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 17:02:12, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს და აღნიშნავს, რომ შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება.

"გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე 3 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთით პროგრესირებენ. უკრაინული ძალების შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics