|
2023-09-01 11:44:32, 915 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, თბილისსა და აჭარაში, ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. „საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)