|
2023-08-25 15:51:51, 953 ნახვა
რეგიონი
ქედაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტს ხელი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა მოაწერეს. „პროექტი წელს მეორედ ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 22 ბიზნეს-იდეა შემოვიდა. აქედან, რვა გამარჯვებული მონაწილე მიიღებს დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარს შეადგენს. პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის კომისიის თავმჯდომარე იმედა ვასაძე და კომისიის წევრები“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)