07:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 19:36:01, 1368 ნახვა

ომი უკრაინაში
მიშელი - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, - ამის შესახებ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ყირიმის პლატფორმის" საერთაშორისო სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა, როგორც საკუთარი სამშობლოსთვის, ასევე ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვის, აქედან გამომდინარე ევროკავშირი უკრაინას იქამდე გაუწევს მხარდაჭერას, სანამ ამის საჭიროება იქნება.

"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს ეხება ყირიმსაც. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და საკუთარი სამშობლოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ასევე იბრძვის ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს და ვეხმარებით უკრაინას ფინანსურად. ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics