07:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 17:35:36, 1350 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთში ყოველთვიურად 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება

რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება.

"რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება. ეს ღონისძიებები გრძელდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველთვიურად. ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 000 მოქალაქის მობილიზება ხორციელდება", - განაცხადა იუსოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics