|
2023-08-11 10:18:48, 1163 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ეკო გარდენი ქუთაისში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკის მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში, ეკო გარდენი ქუთაისში მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 500,000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი ბუხაიძის ქ. 11-ში მდებარეობს, რომელიც მყუდრო, წყნარ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის და მოიცავს უსაფრთხო გარემოში მდებარე 10 სართულიან კომპლექსს ორდონიანი საპარკინგე სივრცით, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას გამწვანებული ეზოთი და საბავშვო გასართობი კუთხით. პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და ამ ეტაპზე 7 სართულია აშენებული. კომპლექსის მშენებლობა ითვალისწინებს ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებას, რაც თბო და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. ეკო გარდენს საკუთარი ბეტონის საწარმო აქვს. კომპანია თავად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ბეტონის წარმოებას და მშენებლობის ლაბორატორიულ შემოწმებას. კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს სრულდება. "ეკო გარდენი 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაცია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. კომფორტული ინფრასტრუქტურა, ბინების გონივრული გეგმარება, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა და მაღალკვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო გუნდი გამოგვარჩევს ქართულ ბაზარზე. ბაზისბანკთან პარტნიორობით, სამომავლოდ კიდევ მეტ პროექტს განვახორციელებთ ჩვენი მობინადრეების „მშვიდი ცხოვრებისთვის“ და შევუწყობთ ხელს რეგიონში სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - აცხადებს ეკო გარდენის დირექტორი, გაგა ჩხეიძე. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან პარტნიორობით, იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - ამბობს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)