|
2023-08-08 17:38:29, 1351 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ორთქიფანიძესთან, საქრთველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. შუახევის მერიის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის შუახევის მკვიდრები ამირან მამალაძე, იაგო მიქელაძე, წარმოშობით შუახეველები, რომან ზოიძე და თენგიზ ჭაღალიძე.
"დღეს ომარ ტაკიძე, გმირულად დაღუპული იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის ოჯახებს პირადად ესტუმრა, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და გმირების საფლავებს პატივი მიაგო. ამირან მამალაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტის ლექტორებმა, სტუდენტებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)