04:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 15:06:43, 1324 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა „ეტალონი“ 2023 წლის გამარჯვებულ მამუკა ცინცაძეს წარმატება მიულოცა

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ 2023 წლის გამარჯვებული შუახევის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე მამუკა ცინცაძე გახდა.

შუახევის მერიის ცნობით, მამუკა ცინცაძე შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად წარმატება უსურვა და ფულადი ვაუჩერი გადასცა.

"დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და ოჯახის წევრები.

საგანმანათლებლო პროექტში გამარჯვებულს დიპლომი და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის 1 000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონის"  2022 წლის გამარჯვებული საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე იყო",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics