|
2015-02-09 18:28:31, 677 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ კასპში შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში კასპში შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამგეობის შენობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, მოსახლეობასა და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელსა და სოფლის მეურნეობის რეფორმის განხორციელებაში ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “მნიშვნელოვანია ჩვენ განვმარტოთ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ, ფერმერმა, მცირე, საშუალო ბიზნესმენმა, იმ პროცესისგან, რაც გულისხმობს ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების მიზნით ჩვენს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მისიის პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ კოოპერირების კუთხით და ასევე, აქვთ ძალიან კონკრეტული პროექტები ფერმერებისთვის. ასე რომ, მნიშვნელოვანია ყველა ამ პროექტზე ამომწურავად მოვაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია მათი ინტერესი, რომლის ანალიზის შემდეგ ადექვატური იქნება ჩვენი დახმარების პროექტები და ჩვენი რეაგირება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. კასპში სტუმრობისას დავით ბაქრაძემ კასპის N3 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახლადგახსნილი საინფორმაციო კუთხე დაათვალიერა და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)