12:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 15:07:28, 1428 ნახვა

ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

მისი თქმით, დაბომვის შედეგად გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც - 28 ადამიანი, ხოლო 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

"ხვალ, 14 ივნისს, კრივოი-როგში გლოვის დღეა გამოცხადებული.

10 ადამიანი დაიღუპა, 1 ნანგრევებშია, 28 დაშავებულია, მათგან 12 ქალაქის საავადმყოფოებში საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება",- წერს ვილკული.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics