|
2023-06-11 12:10:14, 1943 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ტერორისტი ციხეში გარდაიცვალა
ტერორისტი თეოდორ კაჩინსკი, უფრო ცნობილი როგორც Unabomber, გარდაიცვალა ციხეში, სადაც ის სამუდამო პატიმრობას იხდიდა. ის 81 წლის იყო. ნიჭიერი მათემატიკოსი თეოდორ კაჩინსკი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ძებნილი ტერორისტი აშშ-ს ისტორიაში. მან სკოლა 15 წლის ასაკში დატოვა და 20 წლის ასაკში ჰარვარდი დაამთავრა. მოგვიანებით, კაჩინსკი დასახლდა ტყეში ცივილიზაციის სარგებლისგან შორს და დაიწყო თავისი მანიფესტის დაწერა. 17 წლის განმავლობაში, Unabomber-მა გაგზავნა 16 ბომბის პაკეტი ფოსტით, მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებსა და ავიახაზებს. აფეთქებების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. ის ბომბების ფოსტით გაგზავნას ტექნოლოგიური პროგრესის წინააღმდეგ პროტესტის ფორმად მიიჩნევდა და ცდილობდა ყურადღების მიპყრობას „თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ადამიანის თავისუფლებების ხელყოფაზე“. კაჩინსკის დაჭერა FBI-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ძვირადღირებული ოპერაცია იყო. ტერორისტმა ბევრი გულშემატკივარი და მიმდევარი შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)