13:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 12:16:13, 1564 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 15-ვე საკრუიზო რაკეტა და 21 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15-ვე საკრუიზო რაკეტა და 21 Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. 

ზალუჟნის თქმით, ოკუპანტები კიევს 2 ივნისს ღამეს, დაახლოებით, 23:00 საათზე Shahed-136/131-ით დაესხნენ თავს. 

"დაახლოებით, 03:00 საათზე, Kh-101/Kh-555-ის საკრუიზო რაკეტები უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეში იყო. დამპყრობლებმა კასპიიდან გაისროლეს ბომბდამშენები. ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, თავს დაესხნენ დედაქალაქს, ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, მაგრამ ჩვენმა საჰაერო ძალების თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 15-ვე საკრუიზო რაკეტა და 21 დრონი",- წერს ზალუჟნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics