|
2023-05-29 13:59:50, 1046 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, „237 პირის სახელზე, ორსულობის შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია დაამზადეს, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას ჯამში, 237 000 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში. დაკავებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა", „ბ" და მე 4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)