14:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:41:20, 971 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებში  ბრალდებული  დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის  მწვრთნელი, ამავე საფეხბურთო კლუბის არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics