14:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 10:36:53, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 17 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 17 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, Shahed-136/131 გაშვება ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით განხორციელდა, ამასთან გაშვებული დრონები ხმელინცკის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა. მათი განცხადებით, ზარალის შესასწავლად შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

"2023 წლის 13 მაისის შუაღამისას მტერმა უკრაინას ირანის წარმოების Shahed-136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით შეუტია.

სულ დაფიქსირდა 21 გაშვება. სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა 17დრონი, საბრძოლო საზენიტო-სარაკეტო იარაღის, მოიერიშე თვითმფრინავების და მობილური სახანძრო ჯგუფების გამოყენებით.

სამწუხაროდ, ხმელნიცკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მტრის თვითმფრინავები მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლება და სამსახურები მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად",- აღნიშნულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics