06:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-23 11:07:06, 1982 ნახვა

სამხედრო
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ცდილობს 400 ათასი მოხალისის ჯარში მოზიდვას, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა

კრემლი ცდილობს ჯარში მოხალისეების მოზიდვის კამპანია ჩაატაროს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. პუტინის რეჟიმს სურს შეკრიბოს 400 ათასი მოხალისე უკრაინაში გასაგზავნად, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი, მოსკოვს აღნიშნული ინიციატივა ჩაუვარდა.

სპეციალური სამსახურის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აქტიური პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო ტელევიზიით, სოციალურ ქსელებში და გარე კამპანიის დახმარებით. ეს მასალები მიმართავს პოტენციური მოხალისეების „მამაკაცურ სიამაყეს“.

ჯარში მოხალისეთა მოწვეევის აქტიური კამპანიის დასტურია, თავდაცვის სამინისტროს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება. მასში ნაჩვენებია რუსი მამაკაცები, რომლებიც ფრონტზე წასვლის ნაცვლად მუშაობენ მაღაზიებში დაცვის თანამშრომლად, ტაქსის მძღოლად ან ფიტნეს ინსტრუქტორად. ვიდეო მთავრდება წარწერით "კაცი ხარ?. იყავი კაცი" სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფონზე ავტომატებით და სახელოზე ასო Z აწერია.

მას შემდეგ, რაც სამხედრო გაერთიანება "ვაგნერმა" დაასრულა პატიმრების რეკრუტირების კამპანია, კერძო სამხედრო კომპანია ასევე იძულებულია კონკურენცია გაუწიოს ოფიციალურ ჯარს სამხედრო სამსახურისთვის შესაფერისი ასაკის მამაკაცების შეზღუდული რაოდენობით- წერს ბრიტანული დაზვერვა.

”ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ [სარეკლამო] კამპანია დაეხმარება თავდაცვის სამინისტროს განხილული მიზნის მიღწევას, 400,000 მოხალისის მოზიდვას”, - თქვა ბრიტანულმა დაზვერვამ.

მისი აზრით, „ხელისუფლება თითქმის უეჭველად ცდილობს შეაფერხოს ახალი ღია მობილიზაცია რაც შეიძლება დიდხანს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს საპროტესტო განწყობა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics