|
2023-04-21 22:19:25, 1460 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციაპლიტეტის მერიაში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს უმასპინძლეს
კასპის მუნიციაპლიტეტის მერიაში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტან მაისურაძე შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მერიაში სტუდენტებს შეხვდა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების წახალისების მიზნით, კასპის მერიის ინიციატივით ერთი სასწავლო სემესტრის ვადით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტს ქულათა რაოდენობის რიგითობის მიხედვით სტიპენდია ენიჭებათ. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა სტუდენტებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ამასთან ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას, ხელმისაწვდომობასა და ამ პროცესში სახელმწიფოს აქტიურ როლს. ,, თქვენი მოტივაცია და მიზანდასახულობა მნიშვნელოვანია როგორც თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის. თქვენ ხართ ის მომავალი თაობა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა შექმნას და რომლის საწინდარი განათლებაა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს ინიციატივებს, იდეებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროექტებს“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა. ტარიელ შარიფაშვილის სახელობითი სტიპენდია 2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნითა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ტარიელ შარიფაშვილი 1992-1993 წლებში კასპის რაიონის გამგებელი და ასევე, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მეთაური იყო, რომელიც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. სახელობითი სტიპენდია ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარსდა და წარმატებულ სტუდენტებს ენიჭებათ. სტიპენდიის მიზანია ფინანსური, მორალური მხარდაჭერა და წახალისება. ვულოცავ თითოეულ მათგანს, მერია კი ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას და მათ განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)