|
2023-04-19 17:09:01, 1360 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი - ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1 401 ბენეფიციარმა ისარგებლა
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში, კასპის მერიის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1 401 ბენეფიციარმა ისარგებლა. მერის თქმით, დაფინანსების ოდენობამ სამი თვის განმავლობაში 559 559,15 ლარი შეადგინა. "კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევა, კოლონოსკოპია, სცინტიგრაფია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ემბოლექტომია, ემბოლიზაცია, სისხლძარღვების სტენტირება, შუნტირება, სისხლძარღვების პლასტიკა ან/და რეზექცია, ლიგირება უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტების დახმარების დაფინანსებაზე გაცემულია 168 052 ლარი. შშმ პირთა დახმარება, შშმ პირების ეტლით, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებაზე გაცემულია 100 800 ლარი. კარდიოქირურგიული ოპერაციის, თვალის ოპერაციის და ავასტინის ინექციის, მაკულის ასაკობრივი მკურნალობის ოპერაციული თანადაფინანსებასა და სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევებზე, მანიპულაციებსა და პროცედურებზე დაიხარჯა 36 428 ლარი. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება, კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის, კეთილთვისებიან სიმსივნეთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი) მკურნალობის თანადაფინანსებაზე კი 28 507 ლარი დაიხარჯა. გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წლის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამა 100 000 ლარითაა გაზრდილი, რომლის ბიუჯეტი ამჟამად 1 150 000 ლარს შეადგენს. „პროგრამა 35 მუხლითაა განსაზღვრული, მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე კი მუხლების რაოდენობა იზრდება. წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ბიუჯეტს ვზრდით, რათა არც ერთი ბენეფიციარი არ დარჩეს დაფინანსების გარეშე“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)