|
2023-04-06 17:00:54, 1382 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ქვეყნის მომავალი დგას განათლებულ თაობაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ თანაბრად შესაძლებელი
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მაია ხაჯიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის, სპორტის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური გეგმა წარუდგინა. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ,,ქვეყნის, რეგიონის მომავალი დგას განათლებულ თაობაზე. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბრად შესაძლებელი. წელს ვგეგმავთ ათი ახალი სკოლის მშენებლობას და 70 სკოლის რეაბილიტაციას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ 1000 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში მიმდინარეობს 80 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. შენდება განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. იწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, რომელიც 1000 სტუდენტზეა გათვლილი. 2023 წელს, აჭარაში გაიმართება 300-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, ასევე საერთაშორისო დონის ფესტივალები. გაგრძელდება ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების აღდგენა და ურბანული შენობების რეაბილიტაცია. მთავრობის მეთაურის თქმით ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა, ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება კიდევ უფრო გაძლიერდება. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბიუჯეტი 40% ით გაიზარდა. შესაბამისად, გაგრძელდება სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები. ასევე, გაიზარდა სპორტის დაფინანსება და ხელშეწყობა და სპორტსმენებს აქვთ მნიშვნელოვანი შედეგები. მათ მოიპოვეს 289 მედალი, მათ შორის 96 ოქრო. აჭარის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მაია ხაჯიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის, სპორტის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური გეგმა წარუდგინა. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ,,ქვეყნის, რეგიონის მომავალი დგას განათლებულ თაობაზე. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბრად შესაძლებელი. წელს ვგეგმავთ ათი ახალი სკოლის მშენებლობას და 70 სკოლის რეაბილიტაციას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ 1000 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში მიმდინარეობს 80 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. შენდება განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. იწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, რომელიც 1000 სტუდენტზეა გათვლილი. 2023 წელს, აჭარაში გაიმართება 300-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, ასევე საერთაშორისო დონის ფესტივალები. გაგრძელდება ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების აღდგენა და ურბანული შენობების რეაბილიტაცია. მთავრობის მეთაურის თქმით ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა, ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება კიდევ უფრო გაძლიერდება. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბიუჯეტი 40% ით გაიზარდა. შესაბამისად, გაგრძელდება სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები. ასევე, გაიზარდა სპორტის დაფინანსება და ხელშეწყობა და სპორტსმენებს აქვთ მნიშვნელოვანი შედეგები. მათ მოიპოვეს 289 მედალი, მათ შორის 96 ოქრო. აჭარის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)