|
2023-04-04 21:41:04, 2288 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება საშვილიშვილო საქმეა
ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი, მულტიპროფილური, მინიმუმ, 500 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ეს არავისთვის სადავო არ არის. თავის დროზე, სამედიცინო დაწესებულებების, თითქმის, 95% კერძო სექტორის ხელში გადავიდა. ამით, დაირღვა ბალანსი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც მოქალაქეებისთვის, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე აისახა. დღეს, სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს საშვილიშვილო საქმეა და ამაზე კამათი არ უნდა იყოს, - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნიშვნელობასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს კლინიკის თანამშრომლების ინტერესები. „მიუხედავად ამ საქმის საშვილიშვილო მნიშვნელობისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანამშრომელთა ინტერესებს, რომ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული დასაქმების პირობა, რასაც მათ მოქმედი მთავრობა - ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი - ჰპირდება“. რაც შეეხება ახალი რესპუბლიკურის შენობის საკითხს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ ექსპერტების ჯგუფს შეუძლია, პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, თუ სრულიად ახალი ნაგებობები აშენდეს. „ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარჯთეფექტურობა, რა დაჯდება უფრო მეტი - არსებულის რეაბილიტაცია, თუ - ახლის აშენება. ყველა ამ საკითხზე, ვიცი, რომ უკვე მუშაობენ არა მარტო ქართველი, არამედ მოწვეული, საერთაშორისო ექსპერტები. როგორც უკვე დაანონსდა, პარასკევს, ჯანდაცვის მინისტრი, დეტალური პრეზენტაციით, რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე წარდგება და ყველა საკითხს გააცნობს მათ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)