16:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 09:04:07, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს ჩვენი ქალაქი. დაბომბვა განხორციელდა ნოვობავარსკის რაიონში",- განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერმა, დიმიტრი ჩუბენკომ.

ჩუბენკოს თქმით, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სახლებს სულ მცირე ექვსი S-300 ტიპის რაკეტა მოხვდა.

დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics