16:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 08:55:48, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე - დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ

დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა.

"სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, უკრაინას არც ერთი კვირა არ დაუკარგავს - ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს.

დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ძველი და ცინიკური მოსკოვური მანიპულაციისგან. უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში. ასე იყო 1991 წლიდან. ეს ყოველთვის ასე იქნება.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს უკრაინაზე და ჩვენს მოქალაქეებზე! მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის! დიდება ჩვენს მებრძოლებს! დიდება უკრაინას!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics