13:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 19:33:27, 1579 ნახვა

კომენტარი
გაბუნია - რესპუბლიკური საავადმყოფოს შენარჩუნება და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია

რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კლინიკის პერსონალის მიერ გავრცელებულ ღია წერილს, სადაც აღნიშნული იყო, რომ 1000-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრებოდა.

გაბუნიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში იქნება გარდამავალი ეტაპები, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების იქნება დაცული.

მან დასძინა, რომ დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად.

“რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში. დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ღია წერილი, სადაც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

კლინიკის თანამშრომლები, მუშაობის ხელშეშლაზე საუბრობენ, რომლის გამოც კლინიკის 1000 - ზე მეტ თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics