17:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 23:10:31, 1490 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

„ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, - დასძინა ბორელმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics