|
2023-02-06 09:45:45, 1767 ნახვა
ომი უკრაინაში
FT - რუსეთი უახლოეს 10 დღეში ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს
რუსეთი უახლოესი 10 დღის განმავლობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაყრდნობით იტყობინება. FT-ის ცნობით, კიევმა მიიღო "ძალიან სანდო სადაზვერვო მონაცემები" რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევის შესახებ. გამოცემა რუსეთის ახალ შეტევას მთელი დონბასის ოკუპაციის მცდელობას უწოდებს. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რუსული არმიის შეტევა შესაძლოა ქალაქ კრემენაიასა და ლიმანის რაიონებში დაიწყოს, სადაც ოკუპანტები რამდენიმე კვირაა დიდ ძალების მობილიზებას ახდენენ. გარდა ამისა, FT აღნიშნავს, რომ კრემლი ჯარებს დონეცკის რეგიონის სამხრეთით აგროვებს და დამატებითი ძალები მარიუპოლის მიმდებარე დასახლებებში გადაჰყავს. გამოცემა წერს, რომ ოკუპანტები შეტევის დაწყებას აპირებს მანამ, სანამ უკრაინა დასავლურ ტანკებსა და იარაღს მიიღებს. UAF-ის ანონიმურმა მრჩეველმა ასევე განუცხადა FT-ს, რომ რუსეთის შეტევას, სავარაუდოდ, ელიტარული ქვედანაყოფები უხელმძღვანელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)