20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 09:16:11, 1374 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg - აშშ თვლის, რომ უკრაინას ბახმუტიდან ჯარების გაყვანა მოუწევს

საგაზაფხულო შეტევისთვის რესურსების შესაგროვებლად, უკრაინას შესაძლოა აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტიდან თავისი ჯარების გაყვანა დასჭირდეს. ამის შესახებ ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Bloomberg-ს განუცხადეს. 

აღნიშნულია, რომ ბახმუტიდან ჯარების გაყვანა ომზე სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს. როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, უკრაინული ჯარები, სავარაუდოდ, დაამყარებენ თავდაცვით ხაზებს ძალიან ახლოს, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის.

გამოცემა პროგნოზირებს, რომ რუსეთი ბახმუტიდან დონეცკის ოლქის სლავიანსკში და კრამატორსკში გადავა.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში რუსული ჯარები შეძლებენ და დაიპყრობენ დონეცკის რეგიონის მთელ აღმოსავლეთ ნაწილს, ტერიტორიის დიდი ზომის გათვალისწინებით. თავდასხმის ადგილი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს ომის განვითარებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics