|
2023-01-31 22:19:13, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის პირველმა მოადგილემ ოლივია დალტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება Ukrinform. მისივე თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები უკრაინაში იარაღისა და უსაფრთხოების დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს გზავნის და ამასთან ერთად, საჭიროებებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან უკრაინულ მხარესთან. „ამჟამად ჩვენ ვაგზავნით იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინაში, რათა რუსული აგრესიის საპასუხოდ დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები ბრძოლის ველზე . ჩვენ უკვე გავგზავნეთ არტილერია, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. ჩვენ რეგულარულად ვუკავშირდებით უკრაინულ მხარეს მათ საჭიროებებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება მეტი უსაფრთხოების დახმარება, რომლის შესახებაც მალე გამოვაცხადებთ“, - განაცხადა დალტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)