|
2023-01-31 09:34:00, 1624 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ, არტილერიისა და ტანკების სახით, კიევისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაგზავნის თუ არა F-16 ტიპის თვითმფრინავებს უკრაინაში, ბაიდენმა თქვა - "არა". აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ გასულ კვირას აღიარა, რომ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბრძოლო თვითმფრინავები ითხოვა. „ჩვენ გამუდმებით ვესაუბრებით უკრაინელებს მათ საჭიროებებზე და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასაკმაყოფილებლად - და თუ ეს არ შეგვიძლია, ეს შეუძლია ჩვენს ზოგიერთ მოკავშირეს და პარტნიორს“, - თქვა კირბიმ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში Bradley-ს 60-ზე მეტი საბრძოლო მანქანა უკვე გაგზავნა. ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)