00:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 18:20:03, 1357 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრამპი - ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი

ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება გამართლებული არ არის და მიაჩნია, რომ ტანკების მიწოდებას ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვება.

მან დასძინა, რომ ეს არის "გიჟური" ომი, რომლის შეჩერებაც პარტნიორებს მარტივად შეუძლიათ.

”ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი. ამის გაკეთება ძალიან ადვილია“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Abrams-ის ტანკები მიეწოდებინა, ამასთან ერთად გერმანიამაც დაამტკიცა უკრაინისთვის Leopard ტიპის ტანკების გადაცემის საკითხი. როგორც ისინი ხსნიან, მათი მიზანი საერთოა, უკრაინის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics