00:45 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 10:09:46, 1583 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - აშშ-ის თავდაცვა გეგმავს, რომ საარტილერიო ჭურვების წარმოება 500%-ით გაზარდოს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების 500%-ით გაზარდოს, რაც ყოველთვიურად 90 000 ჭურვის წარმოებას გულისხმობს.

როგორც გამოცემა The New York Times-ი აშშ-ის არმიის მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. 

”პენტაგონი მიზნად ისახავს გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოება 500%-ით მომდევნო 2 წლის განმავლობაში, რაც ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის წარმოებას უხილავ დონემდე მიიყვანს, რადგან ამაში მილიარდობით დოლარია ინვესტირებული",- წერს გამოცემა.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აშშ-ს არმია თვეში 14400 უმართავ ჭურვებს აწარმოებდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდების აუცილებლობამ პენტაგონის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაესამმაგებინა წარმოება სექტემბერში და კვლავ გაეორმაგებინა იანვარში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics