00:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 13:31:26, 1523 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა ახალ სამხედრო ფორმირებებს ნატოს სტანდარტებით ქმნის

უკრაინა ახალ სამხედრო ფორმირებებს ნატოს სტანდარტებით ქმნის, ფორმირებები თანამედროვე იარაღით აღჭურვილი იქნება, - ამის შესახებ, გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერგეი ნაევმა CNN-ის კომენტარში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დასავლური ტანკების დიდი რაოდენობა. ისინი საბჭოთა მოდელებზე ბევრად უკეთესია და დაგვეხმარება წინსვლაში. ჩვენ ვქმნით ახალ სამხედრო შენაერთებს. და ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე. ამიტომ, დასავლეთის დახმარება უკიდურესადა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.

”მთელი ქვედანაყოფი აღჭურვილი უნდა იყოს ერთი და იგივე სამხედრო მანქანით, ამიტომ მთელი ბატალიონი აღჭურვილია ბრედლიებით, თუ ჩვენ მივიღებთ მათ, ან ლეოპარდებს,” - დაამატა ნაევმა. 

რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა CNN-ს, რომ უკრაინას სურს იყოს უკეთეს მდგომარეობაში, სანამ რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციას და შექმნის ბატალიონის სამუშაო ჯგუფებს.

უკრაინელები შიშობენ, რომ რუსეთის მეორე შეტევა შეიძლება ორ თვეში დაიწყოს. გაზაფხულზე, შარშან შემოდგომაზე გამოძახებული 150 000 რუსი გაივლიან წვრთნას და, სავარაუდოდ, საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics