01:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 10:23:01, 1620 ნახვა

ომი უკრაინაში
WP - CIA-ს დირექტორი უკრაინას საიდუმლო ვიზიტით ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი, გასული კვირის ბოლოს, საიდუმლო ვიზიტით ეწვია კიევს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბერნსი უკრაინაში ჩავიდა, რათა ზელენსკისთვის რუსეთის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით მისი მოლოდინები გაეცნო.

The Washington Post-ის წყაროების თანახმად, ზელენსკიმ და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებმა განიხილეს, თუ რამდენ ხანს შეიძლება დაეყრდნოს უკრაინა აშშ-სა და დასავლეთის დახმარებას.

ბერნსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, უკრაინისთვის დახმარების გაწევა "რაღაც მომენტში გართულდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics