|
2023-01-12 13:30:49, 1444 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის 60%-ით მეტი დაიხარჯება
2023 წელი აჭარისთვის ტურისტულად გამორჩეული იქნება. რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით 60%-ით მეტი დაიხარჯება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. "ტურიზმი რჩება პრიორიტეტად და გაზრდილი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს ყველა დაგეგმილ ღონისძიებას ჯეროვნად ვუმასპინძლოთ. აღვნიშნავ, რომ წელს ვმასპინძლობთ ტურიზმის ოსკარის დაჯილდოების გალა ღონისძიებას, ასევე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი და ყველაფერი გაკეთდება რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ყველა ღონისძიებას. ასევე, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩვენს დღის წესრიგში, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა დაგეგმილი", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 16 მილიონამდე გაიზარდა. წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორიცაა:
მიმდინარე წელს, აქტიურად მოხდება აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება-პოპულარიზაცია, როგორც შიდა ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედია საშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება. ასევე, ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით მოხდება აჭარის პოპულარიზაცია. რეკლამის ბიუჯეტი წელს 83%-ითაა გაზრდილი. მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება წელსაც პრიორიტეტული იქნება და ამ მიმართულებით 51%-ით მეტი დაიხარჯება, ხოლო სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 43%-ით მეტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით განახორციელებს სერვისის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამებს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)