02:20 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 10:49:38, 1570 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის შეირაღებული ძალების დარტყმა ოკუპირებულ მაკიივკაში, ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს

უკრაინის შეირაღებული ძალების დარტყმა ოკუპირებულ მაკიივკაში, ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ.

ასეთი ღრმა სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ISW-ის ცნობით, ასეთი სამხედრო წარუმატებლობები სულ უფრო გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს.

თავდასხმას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად მაკიივკაში მხოლოდ 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics