02:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 11:44:35, 2137 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი რუსებს - ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ რუსეთი საზღვრებს დაკეტავს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს

რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა რუსებისადმინ მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

რეზნიკოსვის თქმით, იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს.

„ახალი წლის წინ მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს. მე ზუსტად ვიცი, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, მანამდე ჯერ კიდევ არის რაღაც არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ კი საომარ მოქმედებას გამოაცხადებს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს. საზღვრები დაიკეტება ბელარუსშიც“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი გზით თავი აარიდონ მობილიზაციას.

„ომი თუკი გაჭიანურდება, პირადად თქვენთვის გაიზრდება შანსი, რომ დაიღუპოთ, რადგან მობილიზაციის ახალ ტალღას მომდევნო მოჰყვება, შემდეგ - კიდევ. ხოლო მას, ვინც ბუნკერში ზის, არ ადარდებს, რამდენი რუსი დაიღუპება. მთავარია, რომ მათამდე ვერ მიაღწიონ“,- დასძინა მინისტრმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics