02:41 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 14:28:04, 1861 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისი თქმით, ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით.

"ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი დილით, შაბათს, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები, ეს არ არის ომი დადგენილი წესებით, ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნებისთვის. მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით",- წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე განადგურებულია შენობები.

"რუსული ტერორის შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია 35 დაჭრილის შესახებ, მათგან 16 მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ტიმოშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics