|
2022-10-27 14:47:59, 1893 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე არჩილ ბერიძესთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი. ადგილობრივებს ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა სამინისტროს პროგრამების, პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე, ადგილზე მოისმინეს სოფლის საჭიროებები და შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმსჯელეს მოგვარების გზებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)