|
2022-10-20 15:30:07, 1745 ნახვა
რეგიონი
ქვემო გომში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მიმდინარე სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს. კასპის მერიის ცნობით, მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დანი ქონსტრაქშენი“ ახორციელებს. მოედანზე უკვე მოწყობილია საძირკველი და ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, აღიჭურვება საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 93 333 ლარია. "მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, ამით ხელი ეწყობა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. „მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების გარდა გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორებიც ეწყობა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნაა ", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)