|
2015-02-06 10:05:35, 1423 ნახვა
ეკონომიკა
კლაუს გერჰაუზერი: როგორც ჩანს, საქართველო 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მისივე განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, საქართველო 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავიდა, რაც კლაუს გერჰაუზერის თქმით, ძალიან კარგი შედეგია. „საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5% იყო. ჩვენი, აზიის განვითარების ბანკის გათვლებითაც, პროგნოზი 5% იყო. როგორც ჩანს, წინასწარი მონაცემებით, 4.7%-იან ზრდის მაჩვენებელზე გავიდა ქვეყანა, რაც დაშვებების ადეკვატურია. რეგიონში მოვლენათა განვითარებას თუ შევადარებთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. რამდენიმე ქვეყანაში, მეზობელი სომხეთის ჩათვლით, ხსენებულმა მოვლენებმა უფრო მეტი გავლენა იქონია. ყოველივე ამას განაპირობებდა რუსეთში განვითარებული მოვლენები, ექსპორტ-იმპორტის და გაცვლითი კურსის კუთხით მომხდარი ცვლილებები. ზოგადად, საქართველოს მიღწევები ძალიან კარგია და მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უფრო მაღალი ზრდის ნიშნულს მიაღწიოს და სტაბილურად განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა 2015 წლის განმავლობაშიც. ჯერ ძალიან ნაადრევია საბოლოო პროგნოზის დაფიქსირება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი რთული პერიოდი გამოდგა. თუმცა, ამის მიუხედავად 4.7% იყო 2014 წელს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაკეთებული გათვლები ეფუძნება 5-პროცენტიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. საფუძვლად ამ მაჩვენებლის აღება კარგია. ამ პროგნოზის მიღწევა რეალურია, თუ მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება წლის დარჩენილ 10 თვეში. ეს შეიძლება ძალიან მიახლოებული აღმოჩნდეს ფაქტიურ მაჩვენებელთან. სწორად ამას გაცილებით უკეთ შევაფასებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როდესაც ბიუჯეტის შესრულების ფაქტიური მაჩვენებლები გვეცოდინება,“ - აღნიშნა კლაუს გერჰაუზერმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)