|
2022-09-28 18:35:39, 1666 ნახვა
რეგიონი
შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 42 ოჯახს დაეხმარება. საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. ,,კომისიის წევრებთან ერთად განვიხილეთ ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 42 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 463 350 ლარი'' - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
2022 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან დღემდე, 153 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით გამოეყო 1 837 769 ლარი. აქედან: ხანძრით დაზარალებულ 43 ოჯახს, სტიქიით დაზარალებულ 110 ოჯახს, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა, მშენებლობას ან რეაბილიტაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)