|
2022-09-26 13:14:56, 1735 ნახვა
რეგიონი
7 ოქტომბერს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული პროფესორი დავით გიორგაძე ჩაატარებს
7 ოქტომბერს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული თორაკალური ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გიორგაძე ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმავიას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დ.გიორგაძე თორაკალურ ქირურგიის ერთ-ერთ წამყვანი სპეციალისტი და თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. სპეციალიზაცია: გულმკერდის, ფილტვების და შუასაყრის ორგანოების პათოლოგიების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა (ღია და ენდოვიდეოქირურგიული წესით), ინვაზიური სადიაგნოსტიკო მანიპულაციები რადიოლოგიური კონტროლით: დავით გიორგაძე არის ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) და ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) წევრი, ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექციის ხელმძღვანელი, 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 6 კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი. ვიზიტის დასაგეგმად და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 96 44 11
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)