|
2022-09-16 17:06:07, 1636 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობის მეთოდები, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები. პარალელურად იმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები. ასევე, სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’. ExpoMed Batumi-ს მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)