|
2022-09-15 18:23:04, 1622 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში, აშენდა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კეთილმოეწყო ასევე ეზო და სათამაშო მოედანი. დღესვე, ომარ ტაკიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზამლეთის თემის ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და პატარებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 14 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)