|
2022-09-14 16:25:21, 1436 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მზაობა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რაც ამ მიმართულებით რეგიონში განხორციელდა. ზაფხულის განმავლობაში, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, აქტიურად ტარდებოდა ტრენინგები და პედაგოგთა გადამზადების კურსები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. გასულ სასწავლო წელს ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც ამ ეტაპზე 900-მდე ბავშვია დარეგისტრირებული. ასევე, უკრაინელი ბავშვები ბათუმის სხვა საჯარო სკოლებშიც შეუერთდებიან ახალ სასწავლო წელს სწავლას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)